პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 70-მდე სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდა. ბიბლიოთეკები აღიჭურვა კომპიუტერებით. გადამზადების კურსი გაიარა 118-მა ბიბლიოთეკარმაც.
პროექტი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მონაწილეობით განხორციელდა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბიბლიოთეკარებს უმასპინძლა და პროექტი შეაჯამა.