გორში ბექა ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა. ამ დროისთვის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც ასევე ტრაილერის მძღოლია და რომელიც შემთხვევის თვითმხილველია.
როგორც მოწმემ განაცხადა, საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადახერგილ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ვერ გაივლიდა, ჩვენებას ეთანხმება დაცვის მხარე. ბრალდება პატრულის თანამშრომლებს ედავება უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„მოწმის ასეთი მცდელობა გამოწვეულია იმით, რომ ის არის ქალაქ ფოთში მაცხოვრებელი ადამიანი და ბუნებრივია, ერთგვარად შებოჭილია მორალური კუთხით. ვერ გეტყვით, რომ ზეწოლას განიცდის, თუმცა ვფიქრობ, რომ მორალურად არის შებოჭილი. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუ ამის მტკიცებულება მექნება და ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ, აუცილებლად განვაცხადებთ შემდგომში, მაგრამ მტკიცებულებათა გარეშეც, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი თვითონ განიცდის გარკვეულ სიმპათიას იმ ადამიანის ოჯახის მიმართ,“ - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
გორის გვირაბის გასასვლელში პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით გზა გადაკეტეს. დიდი სისწრაფით მოძრავმა მანქანამ, რომელსაც ბექა ხახუბია მართავდა, უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. ის ადგილზე გარდაიცვალა.