18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ევრო დეპუტატების შეფასებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯს იმსახურებენ

ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზე, რომლებიც საბჭომ 24 ნოემბერს დაგეგმილ სამიტზე მხედველობაში უნდა მიიღოს.

ევრო დეპუტატების შეფასებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიღწეული პროგრესისთვის ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯს იმსახურებენ. რეკომენდაციებში შედის ნდობის ფონდის შექმნა, საბაჟო გაერთიანებებში მიერთების უფლების მინიჭება და ზეწოლის გაძლიერება რუსეთის შესაკავებლად.

დღევანდელ კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომელიც სტრასბურგში ამ რეზოლუციაზე გაიმართა.

დღის ამბები