18 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
91 წლის მარტოხელა და მხედველობა დაქვეითებულ მოხუცს სოციალური დახმარება მოუხსნეს

91 წლის ლიდიკო სოფრომაძე სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. სოციალურმა აგენტებმა მისი სახლი და ეზო რამდენიმე თვის წინ შეამოწმეს. მისთვის არავის არაფერი განუმარტავს. მოხუცმა არ იცის, რა მიზეზით მოუხსნეს დახმარება.

მარტოხელა ლიდიკო სოფრომაძე ჭიათურის სოფელ ქვაციხეში ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თანხა საკვების შესაძენადაც კი არ ყოფნის. მოხუცს მხედველობის პრობლემებიც აქვს. ერთი თვალი დაკარგა, მეორეში კი, მხედველობა დაქვეითებული აქვს.

ლიდიკო სოფრომაძე ამბობს, რომ გადაადგილება უჭირს, ამიტომ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ექიმი მეზობლებმა მოუყვანეს, თუმცა საჭირო მედიკამენტების შეძენა ვერავინ შეძლო.

რატომ მოუხსნეს მარტოხელა მოხუცს დახმარება, ზუსტი პასუხი სოციალურ სააგენტოში არ აქვთ. უწყებაში სავარაუდო მიზეზად, ოჯახის დეკლარაციაში გამოვლენილ ახალ გარემოებას ასახელებენ. 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები