არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დანგრევის პირას არის. შენობა იმდენად არის ამორტიზებული, რომ მისი ჩამონგრევის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. კედლებზე არსებული ნაპრალები კი, უფრო და უფრო განიერდება.
ბზარები მთელი შენობის შუა ნაწილს მიჰყვება, რამდენიმე სამუშაო ოთახში ჭერის ჩამონგრევას ყოველ წუთს ელიან, ამიტომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექციამ გადაწყვეტილება მიიღო და თანამშრომლები სხვა ოთახებში გადაანაწილა.
იატაკი დაწეულია და სართულებს შორის დიდი ნაპრალია გაჩენილი. თანამშრომლები კორიდორებში თავისუფლად ვერ დადიან, რადგან შესაძლოა, იატაკიც ჩაინგრეს.
ენის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილია. სწორედ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მოუწევს ინსტიტუტში არსებული პრობლემების მოგვარება. თუმცა როგორ, ამაზე თავად არ საუბრობს.
დაპირება სახელმწიფოს მხრიდან ჯერ მხოლოდ სიტყვიერად არსებობს.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარების სურვილია, რომ არსებული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მოხდეს. პარალელურად კი, არსებობს ახალის აშენების იდეაც.