ე.წ. ციანიდის საქმეში დაფიქსირებული დარღვევები, რომელზე რეაგირებასაც სახალხო დამცველი ელოდება, ომბუდსმენის დასკვნაშია აღწერილი. უჩა ნანუაშვილის უწყებამ შეისწავლა, როგორც წინასწარი გამოძიების დროს არსებული დარღვევები, ასევე აპარატი მონიტორინგს უწევდა სასამართლო სხდომებს. დასკვნა საკმაოდ მწვავეა.
სახალხო დამცველმა ე.წ. ციანიდის საქმის შესწავლა დეკანოზ მამალაძის დაკავების მომენტიდან დაიწყო. დოკუმენტში ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ყველაზე მეტი პროცესუალური დარღვევა სწორედ წინასწარი გამოძიებისას ფიქსირდება. მათი გამოსწორება კი, საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არ მომხდარა.
ომბუდსმენი დასკვნაში წერს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდებისა და დაცვის მხარეები არათანაბარ პირობებში იყვნენ. ნანუაშვილი დოკუმენტში ასკვნის, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ არაკონსტიტუციური ქმედებები განხორციელდა.
სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგს მსჯავრდებულ მამალაძის დამცველები სააპელაციო სასამართლოში წარადგენენ. ადვოკატები გეგმავენ, რომ საქმის სტრასბურგში განხილვის შემთხვევაში, ომბუდსმენის დასკვნა ევროსასამართლოსაც გადაუგზავნონ.
საქმის პროკუროი, ჯარჯი წიკლაური კი, უჩა ნანუაშვილს სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს.
გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგის გამო, სახალხო დამცელი პატრიარქის მდივანმაც გააკრიტიკა.