"ქართველებო, დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე!" - ამ შეძახილებით დაუპირისპირდა გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სამართალდამცველებს. პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად მდუმარე ბერმაც. რამდენიმე ასეული პოლიციელისგან შემდგარი კორდონები გამრეკელის ქუჩაზე მთელი საღამოს განმლოაბში იმ სახლთან იყო მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეების განმლობაში ცხოვრობდა. უთანმხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ ნიკოლოზ მაქარაშვილს სახლის დაცლა მოსთხოვა.
ფიზიკურ დაპრისპირებამდე ბერმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა მანქანითაც სცადა. ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბერმა ნიკოლოზმა მხარდამჭერებთან ერთად ტერიტორია დატოვა.
"წმინდა მოძღვარი იდევნება, 35 წელიწადი იდევნებოდა მამა გაბრიელი და ეხლა დევნიან მის ერთადერთ შვილს და მემკვიდრეს, წმინდა ბერ ნიკოლოზს. საპატრიარქოს დავალებით არ უშვებენ მის საცხოვრებელ სახლში,"-აცხადებს ბერის ერთ-ერთი მხარდამჭერი.