18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სირცხვილი და ამ უწყების არაკომპეტენტურობა - დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორს პასუხობენ 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურას დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

მსჯავრდებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველები უწყების მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებენ.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული უკანონო პატიმარია.

„ეს არის სირცხვილი და თვითონ ამ უწყების არაკომპეტენტურობა იმიტომ, რომ გაითავისონ ვისზე საუბრობენ. ისინი საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე მაღალი ინსტიტუტის თავმჯდომარეზე. ეს პირიქით ლუსტრაციას უკეთებს იმას, თუ როგორ არღვევენ ისინი ისეთი უბრალო ადამიანების უფლებებს, როგორიც არის დეკანოზი გიორგი მამალაძე,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საქმის ერთ-ერთი პროკურორი, ჯარჯი წიკლაური განცხადებით  გამოეხმაურა.  პროკურორი წერს, რომ აღნიშნული საქმისადმი სახალხო დამცველს თავიდანვე ჰქონდა მიკერძოებული დამოკიდებულება. 

სახალხო დამცველი შეგნებულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს გამოთხოვილი ჰქონდა საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და პასუხს ვერ იღებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები