18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას, ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრიმინაციის მცდელობაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას, ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრიმინაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

სამოქალაქო სექტორში პროკურორის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას აკრიტიკებენ. სახალხო დამცველის კვალდაკვალ, ე.წ. ციანიდის საქმეში დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობოებიც.

მათი თქმით, სასამართლო სხდომები დაუსაბუთებლად დაიხურა, ასევე დარღვეული იყო დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის თანასწორობის პრინციპი.

„უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა მოხდა მამალაძის მიმართ, ვინაიდან თავიდანვე გაკეთდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ისეთი განცხადებები, რომ თითქოსდა მამალაძეს დადასტურებულად დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეორე საკითხი ეს იყო გაუთქმელობის ხელწერილი, რომელიც მხოლოდ დაცვის მხარის მიმართ მოქმედებდა და არ მოქმედებდა პროკურატურის მხრიდან, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის პრინციპთან,“-განაცხადა საია-ს იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.

მესამე სექტორში იმედოვნებენ, რომ მეორე ინსტანცია სხვა გზით წავა და საქალაქო სასამართლოში დაშვებულ დარღვევებს აღარ გაიმეორებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები