18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნას აპროტესტებს

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას აპროტესტებს. ის სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. პარტიაში ამბობენ, რომ ნუგზარ ჭონქაძე არის ზონდერი.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაშვილის აცხადებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. ის ასევე ხშირად აკეთებს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც  გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.  ყველა იმ ოპოზიციური ოპოზიციური პარტიის მიმართ და წევრების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციას და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ და მის წევრების მიმართ,“-განაცხადა ირაკლი ნადირაშვილმა.

მისივე თქმით ამ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ არანაირი კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან არ იქნება და ოპოზიციონერ დეპუტატებს კვლავ არ შეუშვებენ მერიაში, საკრებულოს შენობაში.

დღის ამბები