07 მაისი 2024,   22:46
ვრცლად
თბილისში, ვერის ბაღში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ვერის ბაღში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უსახლკარო იყო. გარდაცვალების მიზეზები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. 

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები