18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა"-კახა კალაძე მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

კახა კალაძე არ აპირებს მის გადაწყვეტილებას გადახედოს და ნუგზარ ჭონქაძის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. თბილისის მერი აცხადებს, რომ ის გამოცდილი კადრია და წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო "პროგრეს ბანკის" უსაფრთხოების ხელმძღვანელი. სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით ჭონქაძე ზონდერია და გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები