18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა გაბედოს ომბუდსმენის პოზიციაზე შეუპოვარი კანდიდატის არჩევა - გელა ნიკოლეიშვილი ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურაზე საუბრობს

ხელისუფლებამ უნდა გაბედოს სახალხო დამცველის პოზიციაზე შეუპოვარი კანდიდატის არჩევა - ასე აფასებს უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ომბუდსმენის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურის განხილვას.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ნაცვლიშვილს სახალხო დამცველისთვის შესაფერისი გამოცდილება და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერა აქვს.

„ხელისუფლებისთვისაც მომგებიანი იქნება, საქმისთვისაც მომგებიანი იქნება თუ მას აირჩევენ, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გაბედოს, რომ ისეთ კანდიდატი, რომელიც მართლაც შეუპოვარი იქნება და არ დახუჭავს თვალებს ხელისუფლების არც ერთ მოქმედებაზე - ანა ნაცვლიშვილს ვგულისხმობ, ასეთი კანდიდატი აირჩიოს,“-განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები