18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება მთავარ პროკურატურასთან - ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები შოთაძის გადადგომას მოითხოვენ

პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ამ მოთხოვნით ორი დღის წინ პროკურატურის შენობასთან კარვების გაშლაც სცდეს, თუმცა პოლიციმ მათ ამის საშუალება არ მისცა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომის გარდა, „ბავშვთა სამყაროს“  ხელმძღვანელი პირების  მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

დაზარალებულები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, საბანკო ვალდებულებების გადახდას ვერ ახერხებენ და საერთო დავალიანებამ თითქმის 9 მილიონ ლარს მიაღწია.

„არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაული ჩადენილია სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ იურიდიული პირის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე ვითხოვთ იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, შოთაძეს ვინაიდან უნარი არ შესწევს ამ ყველაფრისა, ეს ადამიანები ითხოვენ, რომ გადადგეს,“-განაცხადა ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა. 

დღის ამბები