ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმე განიხილა. მხარეებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. სასამართლომ დღეს მოწმეებიც დაკითხა.
ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო მასალები, სადაც ბრალდებულების ინტერვიუებია ასახული. დაცვის მხარე მიიჩნევს რომ ეს მასალები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
“ვერცერთი ამ წარმოდგენილი ვიდეომასალით, ვერც ვერაფერი ვერ დამტკიცდება, ვერც ვერაფრის უარყოფა ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ არავითარ შემთხვევაში რაიმე უკანონო მოქმედებებსაც კი, არათუ დანაშაულებრივზე არ მაქვს საუბარი, ადგილი არ აქვს“ - განაცხადა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.