18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში ბელორუსიასთან კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელორუსს კოლეგას მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ბელორუსიის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა კულტურული თანამშრომლობის შეთანხმებასაც.

დღის ამბები