18 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული 100 ათასობით ლარი - აუდიტის ანგარიში რეგიონებში ჩატარებულ შემოწმებაზე

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული 100 ათასობით ლარი - რეგიონებში ჩატარებულ შემოწმებაზე აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც კრიტიკულია და არა ერთ დარღვევას მოიცავს.

მაგალითისთვის, ანგარიში მიხედვით ირკვევა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში კლუბისთვის და ამბულატორიისთვის 10 ათასი ლარი გამოიყო და დოკუმენტების მიხედვით, ისინი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული, თუმცა რეალურად, არც კლუბი და არც ამბულატორია არ ფუნქციონირებს.

გურჯანიის სხვა სოფლებთან ერთად, მსგავსი დარღვევები ფიქსირდება ქართლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არა ერთ სოფელში. მოსახლეობა კი, პროტესტს გამოთქვამს და ამბობს, რომ მათთვის განკუთვნილი თანხები წყალს გაატანეს

აუდიტის სამსახური 2015-2016 წლებში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაფლანგულ თანხებზე რეაგირებას ითხოვს, პასუხს ელოდება და არც საგამოძიებო ორგანოების ჩართვას გამორიცხავს.

დაინტერესდება თუ არა გამოძიება აუდიტის მიმართვის გარეშე იმ ფაქტებით, რომელიც უწყების ვრცელ ანგარიშშია, ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტებში დახარჯული თანხების შესახებ, შემდეგი ანგარიშისთვის მუშაობა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები