18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ცხოველების სისხლიანი ორთაბრძოლები და წამებით მოკლული ლეკვი - არასამთავრობოები კანონის გამკაცრებას ითხოვენ

ცხოველების სისხლიანი ორთაბრძოლები და წამებით მოკლული ლეკვი - სოციალური ქსელით მორიგი ვიდე და ფოტო მასალები ვრცელდება. დედაქალაქის შემოგარენში მსგავსი ფაქტები ხშირია. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ამ ორთაბრძოლების დროს ძაღლები ხშირად კვდებიან. "კურიერის" არქივში კი, ასეთ მძიმე შემთხვევებზე ჟურნალისტური გამოძების რამდენიმე საათიანი მასალა ინახება, თუმცა მიეცნენ თუ არა დამნაშავე ორგანიზატორები პასუხისგებაში, უცნობია.

ცხოველთა უფლებებს კი, კანონი იცავს. კონკრეტულად, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, სადაც განმარტებულია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ისჯება. სწორედ ამ კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავეებმა პარლამენტში დღეს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებაც წარადგინეს.

პარლამენტში განმარტავენ, რომ კანონზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ რა სახის იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ოფიციალური სტატისტიკა უპატრონო ცხოველთა რაოდენობის შესახებ, არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ლეკვის შესაძლო წამებასა და ძაღლების უკანონო ჩხუბთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ. უცნობი რჩება, გამოავლენს თუ არა საგამოძიებო უწყება დამნაშავე პირებს.

დღის ამბები