მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. შარტავას მოედანზე ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზის საპირისპირო მხარეს, სადაც მოქალაქე იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად "MITSUBISH"-ის მარკის ავტომობილი გადავიდა.
შედეგად 54 წლის ქვეითად მოსიარულე კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის მიზეზებს შსს იკვლევს. დაწყებულია გამოძიება.