„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ იუსტიციის სამინისტროსთან დღეს მორიგ აქციას გამართავს. ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი, ძალადობის დაგმობა და ბოლო წლების განმავლობაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 40-ზე მეტი ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მიგებაა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, ქვეყანაში საპოლიციო რეჟიმი მოქმედებს. ორი დღის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე ზვიად კუპრავა მხარდამჭერებთან ერთად ადმინისრტაციული წესით დააკავეს, თუმცა სასამართლო ერთი თვით გადაიდო.
„ჩვენ ფოტოებს არა ბანერზე, არამედ დავიჭერთ ხელში და ამ ფორმით გავაპროტესტებთ იმ ძალადობრივ მანქანას და იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.