მორიგი პროვოკაცია შიდა ქართლში - ოკუპანტები ე.წ. საზღვარს ამჯერად ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე ავლებენ. სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.
ადგილობრივების განცხადებით, იმის გამო, რომ მათ მიწებზე საზღვრის გავლება მიმდინარეობს, ისინი საძოვრებზე საქონელს ვერ უშვებენ. ასევე, ისინი ვერ ახერხებენ ჭვრნისის ტყეში შესვლას, რადგან ეშინიათ, რომ მესაზღვრეები მათ დააკავებენ.
“გასაჭირში ვართ, იქ საქონელს ვერ გადავუშვებთ, ეშინია ყველას, ხალხს დაიჭერენ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.