19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ - დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებაზე

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება. ლარის გაუფასურებას ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, დოლარზე მოთხოვნა იანვრის დასაწყისიდან შემცირდება.

„საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. ამავდროულად, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ,“ - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პროცესებში ჩაერევა მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ ლარის გაუფასურება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

"ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი," - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი დღეს 2.70 ლარია. მარეგულირიებელი ახალ კურსს დღის მეორე ნახევარში დაადგენს.  

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება კი  2.74 ლარს აჭარბებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები