18 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
კონსტანტინე გამსახურდია ევროსასამართლოს ზედამხედველობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების ძიებას ითხოვს 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ითხოვს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, ძიება ევროსასამართლოს ზედამხედველობით წარიმართოს.

კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და სურს, რომ საქმის გამოძიება ევროპული ინსტანციის მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდეს.

„ჩვენ ვითხოვთ ეფექტურ და სამართლიან გამოძიებას, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს, გამოიყენებს ყველა არსებულ რესურსს და რა თქმა უნდა, ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს ევროსასამართლოს კურატორობით და ევროსასამართლოს კურატორობის ქვეშ. იმიტომ, რომ მთავარი პროკურატურა საქართველოსი, ისე როგორც ის მოქმედებს 1994 წლიდან დღემდე, არ იწვევს ნდობას,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

დღის ამბები