26 ნოემბრიდან საქართველო საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია და ახლა ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული. ხმის მიცემა კი, 24 ნოემბრიდან დაიწყება და მომხმარებელს 16 ქვეყნის მონაწილეს შორის 5 ფავორიტის მოწონება შეეძლება.
სიმღერის კონკურსში საქართველოს წელს გრიგოლ ყიფშიძე წარმოადგენს.