18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"დამტკიცდება, რომ გიორგი ბარათელს მკვლელობა არ ჩაუდენია"- გურამ შარაძის შვილი

გურამ შარაძის მკვლელობისათვის გასამართლებული გიორგი ბარათელის ციხიდან გამოსვლის შემდეგ შარაძის შვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. რუსუდან შარაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, კვლავაც მიიჩნევს, რომ ბარათელი რეალური მკვლელი არ არის.

„თავიდან, მკვლელობის შემდეგ ის თვეების განმავლობაში დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, ნათელი იყო, რომ მისი აღიარება ზეწოლით ხდებოდა. ამის შემდეგ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მოვედით. ითხოვა, რომ მე მეშინია ამის საჯაროდ თქმის, მე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მკვლელობას რამე ეშველება, მომიტანეთ მტკიცებულება და მე ამ ყველაფერს დავადასტურებ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო, თუმცა აუცილებლად მოესწრება. ეს აუცილებლად დამტკიცდება, რომ გიორგი ბარათელს მკვლელობა არ ჩაუდენია,“- განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ბარათელი, რომელსაც მკვლელობა მანამდე ჰქონდა აღიარებული, კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ფილოლოგი გურამ შარაძე სწორედ მან მოკლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები