18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება

ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება.

დღეს თეატრის მესამე სივრცეში ნამდვილ ექსპერიმენტს გაითამაშებენ. სპექტაკლი, რომელსაც აქვს ასაკობრივი ზღვარი - 18+, მოგვითხრობს 13 წლის გოგონათა ცხოვრების რამდენიმე დღეზე.

სპექტაკლი თამთა მელაშვილის მცირე რომანის - „გათვლას", მიხედვით სცენოგრაფმა და რეჟისორმა, გურამ მაცხონაშვილმა, განახორციელა, ამჯერად სპეციალურად ერისთავის თეატრის ექსპერიმენტალური სცენის მაყურებლისთვის.

„გათვლა“, რომელსაც 18 და 19 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, საზოგადოება გორის თეატრში ნახავს ძალიან აქტუალური და პოპულარული სპექტაკლია. მისი ინსცენირება გერმანიასა და შვეიცარიის თეატრებშიც მოხდა.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები