ბათუმში მომხდარი ავარიის დროს მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ავტომობილი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მოძრავ მანქანას მოულოდნელად შეუვარდა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
ბავშვი მშობლებმა იქვე მდებარე კლინიკა ინტერმედიკაში შეიყვანეს. ბავშვი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომობილი შემთხვევიდან 5 წუთში გამოცხადდა.
მცირეწლოვანი გამოკვლევებისთვის მშობლებმა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.