მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი მგელი, სავარაუდოდ, ძაღლი აღმოჩნდა.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მას პატრონმა მიაკითხა, რომელიც ამბობს, რომ ცხოველი მგლის და ძაღლის ჰიბრიდია.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ბრიგადა მაყაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენიმე დღის წინ გამოიძახეს, რომლებმაც მგლის დაჭერა სპეციალური, შპრიცსასროლი თოფის გამოყენებით შეძლო.
სპეციალისტების განმარტებით, ცხოველი ვიზუალურადაც და ქცევითაც მგელია. მას ახლა გენეტიკური ექსპერტიზა უტარდება, რომელიც დაადგენს, მტაცებელთა რიგის რომელ გვარს მიეკუთვნება ვერაზე ნაპოვნი ცხოველი.