ამ დრომდე უცნობია საქართველოს დეპორტირებული 9 მოქალაქის, მათ შორის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორის ადგილმდებარეობა.
ერთ-ერთ ვერსიით, ისინი ბორანზე იმყოფებიან, რომელიც ფოთისკენ მოემართება.
დეპორტირებულთა ახლობლები კი მათ ოჯახის წევრების ჩამოსვლას გვიან ღამემდე ელოდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღამის განმავლობაში კიევიდან თბილისში ორი რეისი შესრულდა, თუმცა არც ერთ მათგანზე ქვეყნიდან გამოძევებულები არ ყოფილან.
უშედეგოდ ელოდებოდნენ სპეცრეისს ჟულიანის აეროპორტიდანაც.
არსებული ინფორმაციით, რუსთავი2-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, ნაცემია. მასთან უკვე 36 საათზე მეტია, დაკავშირება ვერ ხერხდება.
დეპორტირებულთა შორის არიან ის ქართველი მებრძოლებიც, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე უკრაინის ინტერესებს იცავდნენ.
მომხდარის შესახებ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.