გორში, ერისთავის თეატრის მესამე სივრცეში, პრემიერა გაიმართა. აქ მსახობებმა ნამდვილი ექსპერიმენტი გაითამაშეს.
სპექტაკლი, რომელსაც აქვს ასაკობრივი ზღვარი 18+, მოგვითხრობს ომის პირობებში 13 წლის გოგონათა ცხოვრების რამდენიმე დღეზე.
სპექტაკლი თამთა მელაშვილის მცირე რომანის „გათვლას" მიხედვით სცენოგრაფმა და რეჟისორმა, გურამ მაცხონაშვილმა, განახორციელა. მანამდე პიესის ინსცენირება გერმანიასა და შვეიცარიის თეატრებში მოხდა.
გორის თეატრში საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელს დღესაც ელოდებიან.