18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
პრემიერმა დეპორტირებული ქართველების გაუჩინარებასთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხა 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს,“ - ეს არის მცირე კომენტარი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კიევიდან დეპორტირებულ 9 ქართველ მოქალაქესთან დაკავშირებით გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტები კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ გადაამისამართა.

ამ დრომდე უცნობია  უკრაინიდან  დეპორტირებული ცხრა მოქალაქის, მათ შორის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, ადგილსამყოფელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ისინი ბორანით მოდიან და ფოთში დღის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ. თუმცა, ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა.

ამასთან, დეპორტირებულების ახლობლებმა ღამე აეროპორტში გაათენეს. კიდევ ერთი ვერსიით, გამოძევებულები შესაძლოა, კიევი-თბილისის რეისს გამოყვნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა, კომენტარს არ აკეთებს. 

დღის ამბები