ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დასუფთავების სამუშოები დაიწყო.
ადგილზე არსებული ვითარება თბილისის მერმა დაათვალიერა.
კახა კალაძე გადასასვლელის კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა.
თბილისის მერმა მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ.
თბილსერვის ჯგუფსა და კერძო მესაკუთრეებს შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ.
დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება თბილისის მერის დავალებით გასული კვირიდან დაიწყო