18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"იქნებ, იყოს ჩემი შვილი ამ ბორანზე" - გემი, რომელზეც შესაძლოა, დეპორტირებული ქართველები იყვნენ, ფოთში რამდენიმე საათში შემოვა

სამგზავრო ბორანი  უკრაინიდან ფოთის პორტში რამდენიმე საათში შემოვა. არსებული ინფორმაციით, ეს სწორედ ის ბორანია, რომელზეც  უკრაინიდან დეპორტირებული 9 ქართველი იმყოფება, რომელთა შორის რუსთავი2-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილიც, არის.

ფოთის პორტში იმყოფება თამაზ შავშიშვილის მამა. მას არა აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მგზავრობს თუ არა ამ ბორნით მისი შვილი.

„წყაწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ნათქვამია. იქნება, იყოს ჩემი შვილი ამ ბორანზე და შევხვდე,“ - განაცხადა გივი შავშიშვილმა.

მისი თქმით, ბოლოს შვილს სამი კვირის წინ ესაუბრა. მას შემდეგ მასზე ინფორმაცია არა აქვს არც მას და არც თამაზ შავშიშვილის ორსულ მეუღლეს. გარდა ამისა, გივი შავშიშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნაცემია.

დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები. 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები