18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
მიწისქვეშა გადასასვლელებში, რომელთა დასუფთავების განკარგულება კალაძემ გასცა, გაირკვა, რომ ადამიანები ცხოვრობენ

მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება პირველი ბრძანება იყო, რომელიც კახა კალაძემ მერის რანგში ჯერ კიდევ თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გასცა.

დასუფთავება დაიწყო, თუმცა მერია ახალი დილემის წინაშე დადგა. გაირკვა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ფართებში მოქალაქეები წლებია, ცხოვრობენ.  მათ შორის არის წინამძღვრიშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირის კუთხეში არსებული გადასასვლელი.

აქ  მცხოვრებლების დიდი ნაწილი ფართში ქირას იხდის. ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობს.

ამ მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა ფართი გასხვისებულია და ყველას სხვადასხვა კერძო მფლობელი ჰყავს. ფართს ნაწილი სავაჭრო ობიექტებად, ნაწილი საცხოვრებელ ოთახებად აქირავებს. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშ საცხოვრებლად ელემენტარული პირობა არ არსებობს, კანონი კერძო მესაკუთრეს შეზღუდვას არ უწესებს, რომ ფართი ღამის გასათევად გააქირაოს.

მას შემდეგ, რაც დასუფთავების სამუშაოები დაიწყო და ამ პროცესს კახი კალაძე თავად აკონტროლებს, კერძო მესაკუთრეებმა საცხოვრებელ ფართებად გაქირავებული ოთახები დაცალეს. სად იპოვიან თავშესაფარს ადამიანები, რომლებსაც იქ წლობით ეძინათ, არავინ იცის.   

ამავე თემაზე
დღის ამბები