18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
სოფელი მუხურა, რომელიც გარე სამყაროს თვეობით წყდება - მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს 

ხელისუფლება სოფელ მუხურას, 500-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების მიუხედავად, მაღალმთიანი სოფლის სტატუს მაინც არ ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულისა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მასზე დაბლა მდებარე სოფლებს სტატუსი აქვთ.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სოფელში გზა თვეობით და კვირაობით იკეტება. ზამთარი იქ, ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. მოსახლეობის თქმით, თუკი ისინი ნახევარი წლის პროდუქტების მარაგს არ მოიმარაგებენ, შედგომ მისი შოვნა, გზის დაკეტვის გამო შეუძლებელი ხდება. შარშან ზამთარში, გზის წმენდისას სოფელში ტრაქტორიც კი დაკარგა, რომელიც თოვლის მასაში გაუჩინარდა. 

მუხურა კანონით მოთხოვნილ 800 მეტრზე დაბლაა, მაგრამ უღელტეხილი, რომლითაც სოფელში ჩასვლაა შესაძლებელი, 1200 მეტრზეა. მიუხედავად ამისა, სოფელში ზამთარი საკმაოდ მკაცრია და მოსახლეობას იმაზე ნაკლები პრობლემა არ აწუხებს, ვიდრე სხვა მაღალმთიანის სტატუსის მქონე სოფლებში.

გარდა ამ პრობლემებისა, სოფელი უსტატუსობის გამო, სხვა ზემოიმერულ სოფლებთან შედარებითაც კი, სწრაფად იცლება. სოფელში მოსახლეობა საკმაოდ შესამჩნევად არის შემცირებული.

დღის ამბები