გასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ და პრესტიჟულ გამოცემებში სამეცნიერო კვლევის შედეგები დაიბეჭდა. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ 8 000 წლის წინაც ღვინოს ადამიანი თანამედროვე წესით იღებდა და სვამდა.
The Washington Post-ის სტატიის ავტორი სამეცნიერო კვლევების შედეგებით ადასტურებს, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.
ახალი აღმოჩენა 1960-იან წლებში მარნეულის ტერიტორიაზე მოპოვებულ ნეოლითური ხანის არქეოლოგიურ მასალას, თიხის ჭურჭელზე შემორჩენილ ათასწლეულების წინანდელ ღვინის კვალს და ვაზის წიბწების თანამედროვე ლაბორატორიულ კვლევას ეფუძნება.
სტატიაში "ღვინო პრეისტორიული საქართველოდან 8 000 მოსავლით " The New York Times დედამიწის პირველ მეღვინედ ქვის ხანაში მცხოვრებ ქართველს მოიხსენიებს.
კვლევის მიხედვით, ველური ვაზი პირველად რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურეს, BBC-ის სტატიაც ადასტურებს.
პრესტიჟული გამოცემა The guardian-ის სტატია კი სათაურით "ღვინის დაყენების ყველაზე გვიანდელი წესი არქეოლოგებმა ამოხსნეს", ხაზს უსვამს და ადასტურებს, რომ საქართველო ღვინის წარმოების პირველი კერაა.
ინგლისელი ღვინის ექსპერტი და ჟურნალისტი, სტივენ სპურიე, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ევროპულ პრესაში საქართველო "ღვინის სამშობლოდ" მოიხსენია.
ქართველი მეცნიერები კი ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ გაუთხრელი არქეოლოგიური ფენები ღვინის ქართული ტრადიციების კიდევ უფრო ძველ ისტორიას ინახავს.