18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
"როდესაც შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს, შემდეგ თვალები ამიხვიეს და წამიყვანეს" - რუსთავი2-ის ოპერატორი დაკავების დეტალებზე

უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი, რომელთა შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, საქართველოში ჩამოვიდა.

ისინი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს, რომელიც ფოთის პორტში ერთი საათის წინ შევიდა, თუმცა, დეპორტირებული ქართველები ჯერ ნაპირზე არ გადმოსულან და ისინი საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან. 

 

"ამ წუთებში ფოთის პორტში ვიმყოფებით და დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს," - ამის შესახებ კურიერთან რუსთავი2-ის ჟურნალისტმა, თამაზ შავშიშვილმა, ისაუბრა.  

სატელეფონო საუბრის დროს თამაზ შავშიშვილმა მისი დაკავების ოპერაციის დეტალები გაიხსენა.

"სახლში ვიმყოფებოდი, შემოვარდა, დაახლოებით, 15 ადამიანი, ფისტოლეტი ჩამარტყეს სახეში, თვალები ამიხვიეს და ხელები სკოჩით შემიკრეს. ამის შემდეგ გამიყვანეს და მანქანის საბარგულში მომათავსეს. მცემდენენ. თავდაპირველად გადამიყვანეს, სავარაუდოდ, აეროპორტში, ვერაფერს ვერ ვხედავდი, რადგან თვალები ახვეული მქონდა. შემდეგ ვერტმფრენში გადამიყვანეს, სადაც ძირს დამაგდეს. ჩვფრინდით, სავარაუდოდ, ოდესაში. საქართველოში ილიჩევსკის პორტიდან გამოგვამგზავრეს," -  ამბობს რუსთავი2-ის დეპორტირებული ოპერატორი.   

 

დღის ამბები