18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ბორანზე, რომელიც ფოთის პორტში შემოვიდა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები არიან

ბორანზე, რომელიც უკრაინიდან წამოვიდა და რამდენიმე საათის წინ ფოთის პორტში შემოვიდა, კიევიდან დეპორტირებული ქართველები არიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის პორტში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ბორანიდან დაურეკეეს და აცნობეს, რომ გემზე დეპორტირებულებიც არიან და მათ შორის, სავარაუდოდ, რუსთავი2-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილიც არის.

ამ წუთებში ბორანის მგზავრები საბაჟო შემოწმებას გადიან და ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ისინი პორტის იმ ზონაში გადმოვლენ, სადაც მგზავრებს ახლობლები ელოდებიან. 

დღის ამბები