აქცია ბათუმში - თევზით გარემოვაჭრეებმა ბათუმში წერეთლის ქუჩა გადაკეტეს. მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
გარე მოვაჭრეებს ამ ქუჩაზე საქმიანობა ბათუმის მერიამ ცოტა ხნის აუკრძალა, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ადგილი რომ გამოგვინახონ და შიგნით შევიდეთ, აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ გადაკეტილია შესასვლელი ადგილი, არცერთი კლიენტი არ შემოვა. ყველამ იცის ეს ადგილი, ვიყავით შიგნით, მაგრამ მაინც გამოვედით და ვყიდით აქ,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გარევაჭრობით საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვა ხდება. ბათუმის მერია გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.