”თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება. მთავარი განსახილველი თემები ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხებია.
განსაკუთრებული ყურადღება კი, ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას დაეთმობა.
2017 წლის რიგით მეორე ფორუმს 50-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.