18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"წარმომადგენლობითი ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე"- თამაზ მეჭიაური

თიანეთის ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომას ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაურიც დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ მერმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მეჭიაურის თქმით სოციალური პროგრამებზე დასახარჯი ფინანსები მთლიანად ამოწურულია.

„აქ ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექით იყო ის, რომ სოციალური დახმარებებისთვის გვაკითხავს ხალხი და გამოყოფილი სახსრები მთლიანად არის ათვისებული. მეოთხე კვარტალიც მათშორის. ასევე, გარე განათებისთვის გამოყოფილი  სახსრები არის აბსოლუტურად  ათვისებული და დღეს უკვე  ფაქტიურად გვიწევდა გამორთვა მთელს ტერიტორიაზე რაიონის,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით მთლიანად ათვისებულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის 70% დახარჯულია უაზროდ და გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ კერძო ობიექტზე.

„სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს გახარჯულია ჩვენი წინამორბედების მიერ და ძალიან ბევრ შემთხვევაში უაზროდ. უფროს სწორედ აზრიანადაც. იმიტომ რომ წარმომადგენლობითი ხარჯების 70% თითქმის გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე,"-აცხადებს თამაზ მეჭიაური.

წარმომადგენლობითი ხარჯები, რომ მთლიანად გახარჯულია ამაზე საუბრობს „ქართლი ოცნების“ მერობის ყოფილი კანდიდატი ლელა ქიტესაშვილიც. მისი თქმით ეს თანხები დაიხარჯა უცხოელი და გავლენიანი სტუმრების მიღება-გამასპინძლებაზე. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები