18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
გზა ივანიშვილის რეზიდენციისკენ - ასწლოვანი მუხის გადასატანი მიზნით, ზუგდიდში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ასწლოვანი მუხის გადასატანად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში უნდა გადარგონ, ზუგდიდში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ინგირი-ანაკლიის მონაკვეთზე ასწლოვან ევკალიპტის ტოტები შეაჭრეს, გაფართოვდა 2 სოფლის გზა, რადგან სხვაგვარად მუხის ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკამდე ვერ მივა.

ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი ამ მიზეზით მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ხის გადასატანად ასევე უნდა მოხდეს ელექტრო ბოძების დემონტაჟი. ასწლოვან მუხას ანაკლიიდან შეკვეთილამდე ბარჟით წაიღებენ და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დარგავენ.

დღის ამბები