დღეიდან, ყოველ ორშაბათს "რუსთავი 2"-ის ეთერში პროექტი „ჩემი სამზარეულოს წესები“ იწყება. შოუ 9-საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ გავა.
პროექტის ავტორებმა კონკურსანტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრიბეს.
ვინ გახდება გამარჯვებული, რომელსაც პროექტის წესების მიხედვით ფულადი ჯილდოსთან ერთად, რესტორნის გახსნის დიდი შესაძლებლობა მიეცემა, შოუს თითოეულ მონაწილეზე და რაც მთავარია პროექტის ორ მთავარ კრიტიკოსზეა დამოკიდებული.
გურამ ბაღდოშვილი, როგორც პროფესიონალი მზარეული და ნიკა გვარამია - გამოცდილი გურმანი - წყვილების მიერ მომზადებულ კერძებს ბევრი კრიტერიუმით შეაფასებენ.
6-ვე გუნდს ჟიურის წევრებისგან სრული თავისუფლება ეძლევა, თუმცა მომზადების მკაცრი ქრონომეტრაჟით.