ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თემქის მე-11 მიკრო რაიონში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ამობრუნდა ერთ-ერთი მანქანა. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.