18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სასამართლო დავები და ონლაინ სესხები - ბიზნეს წრეების შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასთან

სასამართლო დავები და ონლაინ სესხებთან დაკავშირებულ პრობლემები - ეს იყო ძირითადი თემები, რომელსაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასთან განიხილავდნენ.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ეკონომიკური კომიტეტის წევრები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. საუბარია მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობაზე და გაჭიანურებულ დავებზე.

საკონსულტაციო კომპანიები კომერციული პალატების შექმნის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. გაჭიანურებული საქმეების პრობლემას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც.

დღის ამბები