18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო 3 წლის განმავლობაში CO-თი თბილისში 350 ადამიანი მოიწამლა, 82 კი გარდაიცვალა

ბოლო 3 წლის განმავლობაში CO-თი თბილისში 350 ადამიანი მოიწამლა, 82 კი გარდაიცვალა. საგანგაშო სტატისტიკას "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აქვეყნებს და ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს.

კომპანია დედაქალაქის მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება და ინფრასტრუქტურას შეამოწმებენ. სოციალურ კამპანიას "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მერიასთან ერთად განახორციელებს.

„მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნებისმიერი დანადგარის შეძენის, მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და 114-ზე. ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს ვადებში მივლენ,“ - აღნიშნა ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები