კომპანია ”ზედაზენში ” ევროვიზია 2017-ის მონაწილეებს უმასპინძლეს. 8 ქვეყნის დელეგატებს პროდუქციის წარმოების პროცესი გააცნეს. სპეციალურად საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებისთვის გასართობი, შემეცნებითი და მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა. ქართული ლუდის კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს "ზედაზენის კეთილი ნების ელჩის " სტატუსიც მიანიჭეს.