გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია მიმდინარეობს, მოქალაქეების სრული ევაკუაცია არ მომხდარა. ამის შესახებ „კურიერს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა.
მათი თქმით, მოქალაქეების ნაწილი ისევ კორპუსებშია დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებულები არიან საფრთხის შესახებ. სპეცოპერაციის მიმდინარეობის გამო, შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. "კურიერმა" მათთან გასაუბრება ტელეფონით მოახერხა.
ადგილობრივები სამართალდამცველებს მიმართავენ და შენობიდან გაყვანას სთხოვენ.
„ისევ ისეთი მდგომარეობაა, ისევ საპირფარეშოში ვართ ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. მიკავშირდებიან ტელეფონით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი სადარბაზოდან გაყვანა არ ხერხდება. ღია ცენტრიაო და ეშინიათ ალბათ რომ გავიდეთ,“ - განუცხადა „კურიერს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.