პანკისში სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები ცხოვრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
დუისის მკვიდრმა ასლანბეგ ჯაბრაილოვმა თბილისში საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ისმის სროლის ხმა.