"ჩემმა ქმარმა გააქირავა თუ არა, არ ვიცი, იქ ვინმე ცხოვრობდა თუ არა, არ ვიცი,“- ეს განცხადება დუისის მკვიდრმა, ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლემ, მარიამ ჯაბრაილოვამ "კურიერთან" სატელეფონო საუბარში გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისში სოფელ დუისის პოლიციის შენობაში ასლანბეგ ჯაბრაილოვის დაკითხვა მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები მის ბინაში ცხოვრობდნენ.
მარიამ ჯაბრაილოვა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბინაში არავინ ცხოვრობდა.
„მე როგორც ვიცი, იქ არავინ ცხოვრობდა. მე საიდან უნდა ვიცოდე, ეგ პირები ვინ არიან,“ - აღნიშნა ჯაბრაილოვამ.